აუდიტორული მომსახურება

ბიზნესის წარმატების საფუძველი ეფექტური და სწრაფი გადაწყეტილებებია, რომელიც ეფუძნება სააღრიცხვო მონაცემებს. შესაბამისად ბიზნესის ზრდასთან ერთად იზრდება სააღრიცხვო მონაცემების რაოდენობა და მნიშვნელოვანი ხდება მათი სანდოობა, რადგან იმატებს რისკები შეცდომების დაშვების. შესაბამისად მნიშვნელოვანია ფინანსური და საგადასახადო რისკების ეფექტური მართვა.

ჩვენი აუდიტის გუნდი შედგება გამოცდილი განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლებისგან, რომლებსაც გააჩნიათ საგადასახადო და აუდიტის მიმართულებით მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში. ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ მომსახურეობას, როგორც საფინანსო, ასევე საგადასახადო აუდიტის მიმართულებით ჩვენი აუდიტის გუნდის წევრების მიერ.

ბიზნესი | ანალიზი

ბიზნესის მოდელის შესწავლა, შეფასება და დაგეგმა, ისე რომ მოხდეს გადასახადების ოპტიმატიზაცია და საგადასახადო და ფინანსური რისკების კონტროლი.

აუდიტი | საგადასახადო

ფინანსური უწყისების საფინანსო და საგადასახადო აუდიტის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის მომზადება.

დასკვნა | ანგარიშგებები

აუდიტორული შემოწმება და აუდიტორული დასკვნის მომზადება საერთაშორის სტანდარტების შესაბამისად, ასევე ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და saras.gov.ge-ზე წარდგენა.

დაცვა | გადაწყვეტილებები

გადამხდელის ინტერესების დაცვა საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, ასევე საგადასახადო დავების წარმოება და წინასწარი გადაწყვეტილებების მომზადება.

როგორ მივიღოთ მომსახურება?

პირველადი მონაცემების ფორმის შევსება

ამ ფორმის მეშვეობით ჩვენი გუნდის წევრები მიიღებენ მინიმალურ ინფორმაციას, რაც საჭიროა თქვენთან ეფექტური გასაუბრებისთვის.

ონლაინ გასაუბრება

ამ გასაუბრებაზე მივიღებთ და გავცვლით ინფორმაციას თქვენი საჭიროებების შესახებ. ონლაინ კონსულტაცია უფასოა.

საჭიროებათა ფორმის შევსება

იმისათვის, რომ მომზადდეს ჩვენი მხრიდან შეთავაზება, რაც მოიცავს სერვისის საფასურის დადგენას აუცილებელია თქვენგან დაზუსტებული ინფორმაციის მიღება.

შეთავაზების მიღება და ხელშეკრულება

ამ ეტაპზე თქვენ მიიღებთ სრულ შეთავაზებას და დასტურის შემთხვევაში ვაფორმებთ ხელშეკრულებას, სადაც თქვენთვის იწყება ჩვენი მომსახურების მიღება.

აუდიტორული მომსახურების გაწევა

აქ მიმდინარეობს აუდიტორული მომსახურების ყველა ტექნიკური და შინაარსობრივი პროცესი, რომელიც საჭიროა დასვკნის მოსამზადებლად და გადაწყვეტილებების გენერირებისთვის.

აუდიტორული დასკვნის მიღება

თქვენ მიიღებთ სრულ დასვკნას, სამოქმედო გეგმასა და გადაწყვეტილებებს ყველა აქტუალურ საკითხზე. ვაწერთ ხელს მიღება-ჩაბარების აქტზე.

null

შეავსეთ პირველადი ფორმა

შეავსეთ პირველადი მონაცემების ფორმა, გაიარეთ უფასო კონსულტაცია და გაარკვიეთ თქვენი საჭიროებები პროფესიონალებთან ერთად.
ზარის დაჯავშნა

სამაგალითო დასკვნის ფაილი

იხილეთ რა ფორმატში მიიღებთ საბოლოო დასკვნას, ამ სამაგალითო ფაილის მეშვეობით უკეთ აღიქვამთ როგორი სისრულით იქნება მოცემული ინფორმაცია, დასკვნები და გადაწყვეტილებები.